Khinkali House Ltd.

მხოლოდ ქართული მხოლოდ საუკეთესო "ქართული ოდა"

უგემრიელესი ხაჭაფურის ფართო ასორტიმენტი

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 7 ფოტო

საქართველო ცნობილია ხაჭაპურის უამრავი რეცეპტით. ყველა კუთხეს თავისი განსაკუთრებული გემო და მომზადების წესი აქვს. ჩვენ ხაჭაპურს ყველა წესის დაცვით ვაცხობთ რათა მაქსიმალურად მიუახლოვოთ ჭეშმარიტ გემოს.

ხინკლის მრავალი სახეობა

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 5 ფოტო

ხინკალი ოდიდგანვე ცნობილია ქართულ სამზარეულოში. მისმა განუმეორებელმა გემომ შეუძლებელია ვინმე გულგრილი დატოვოს. ჩვენი რჩევაა ყველა მათგანი დააგემოვნოთ. რათა თვენი რჩეული იპოვოთ, თუ შეძლებთ რა თქმა უნდა?!

ქართული შოთი

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 1 ფოტო

სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ცხო­ბის ტექ­ნო­ლო­გია და ფორ­მე­ბი ამ საქ­მის ცოდ­ნის დიდ კულ­ტუ­რა­ზე მე­ტყვე­ლებს. მისი ცომი უმე­ტე­სად ხორ­ბლის ფქვი­ლის­გან მზად­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო პუ­რე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მო­შე­ნე­ბის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს კე­რად მი­იჩ­ნე­ვა.

უგემრიელესი ლობიანის უმაღლესი ასორტიმენტი

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 3 ფოტო

ლობიანი — ქართული კერძი. მზადდება ცომისა და ლობიოს მასისგან. საქართველოში არსებობს ლობიანის ბარბარობის დღესასწაულზე მირთმევის ტრადიცია. საქართველო ცნობილია ლობიანის უამრავი რეცეპტით. ყველა კუთხეს თავისი განსაკუთრებული გემო და მომზადების წესი აქვს. ჩვენც ლობიანს ყველა წესის დაცვით ვაცხობთ რათა მაქსიმალურად მიუახლოვოთ ჭეშმარიტ გემოს.

ფიჩინი

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 2 ფოტო

უგემრიელესი ფიჩინი . მას ბევრი ოსურ ღვეზელსაც უწოდებს, თუმცა სახელწოდებას რა მნიშვნელობა აქვს, როცა ფაქტია, რომ თუკი ერთხელ მაინც გასინჯავთ, ეს გემო არასდროს დაგავიწყდებათ.

გურული ღვეზელი

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 1 ფოტო

ზოგი ამბობს, გურულ ღვეზელს აუცილებლად ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდესო, ზოგი კი იმასაც გვახსენებს, იმდენი ღვეზელი უნდა გამოაცხო, ოჯახში რამდენი წევრიც არისო. მართალია, ღვეზელს გურული ჰქვია, მაგრამ მას საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიასახლისები დიდი სიყვარულით ამზადებენ. ჩვენ გურული ღვეზელის ყველაზე უგემრიელესი რეცეპტით შემოგთავაზებთ.

ტრადიციული ჭახრაკინა ჭარხლის ფოთლის, ყველის და არაჟნის უგემრიელესი გულსართით

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 1 ფოტო

ჭახრაკინა ოსური ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გავრცელებულია შიდა ქართლში. მზადდება ჭარხლის ფოთოლითა და ყველით. გულსართში ზოგჯერ ცოტა არაჟანსაც უმატებენ. ჭახრაკინას ძველ, ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ.

აჭარული ხაჭაპური

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 0 ფოტო

ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენს მოგრძო ფორმის, ღუმელში გამომცვარ ჩაღრმავებულ მასას, რომელშიც მოთავსებულია ყველი. როგორც წესი, სუფრაზე მირთმევამდე ზევიდან ემატება კვერცხი.

სვანური კუბდარი

  • ავტ : ადმინისტრატორი
  • 1 ფოტო

კუბდარი – კუბდარი ტრადიციული სვანური ღვეზელი, რომელიც ხორცით მზადდება.

+
Khatuna